მშობიარობის შემდეგ სხეულს აღდგენა, გონებას კი სიმშვიდე და მხარდაჭერა სჭირდება. პოსტნატალური იოგა არის ნაზი პრაქტიკა, რომელიც ეხმარება დედას, ეტაპობრივად დაუბრუნდეს მოძრაობას და უკეთ იგრძნოს საკუთარი სხეული.
რა სარგებელი აქვს?
• ხელს უწყობს სხეულის ეტაპობრივ გაძლიერებას
• ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას, განსაკუთრებით ზურგისა და მხრების არეში
• ხელს უწყობს მენჯის ფსკერის კუნთების გააქტიურებას და კონტროლის აღდგენას
• აუმჯობესებს სუნთქვასა და რელაქსაციას
• ეხმარება სტრესისა და დაღლილობის შემცირებაში
მნიშვნელოვანი სიფრთხილე
პოსტნატალური იოგა არ ნიშნავს ვარჯიშზე სწრაფად დაბრუნებას. თითოეული ქალის აღდგენის პერიოდი განსხვავებულია. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკის დაწყებამდე ექიმთან კოსნულტაცია და მდგომარეობის შეფასება.
პოსტნატალური იოგის მთავარი მიზანია დავეხმაროთ დედას უსაფრთხოდ, ნელა, სიმშვიდითა და სიყვარულით დაუბრუნდეს საკუთარ სხეულს.
შემოგვიერთდით სამშაბათ და ხუთშაბათს დილით 11:30
გაკვეთილის ხანგრძლივობაა საათი და 10 წუთი.
შეგიძლიათ თქვენი პატარაც წამოიყვანოთ