28 ივნისს, 13:00 საათზე გიწვევთ სივრცეში, სადაც ერთად დავსხდებით, ვისაუბრებთ და ცოტა ხნით ყოველდღიურობას ჩამოვცილდებით.
ამ შეხვედრაზე შევეხებით მიჯაჭვულობასა და ყალბ ავთენტურობას, იმ გზებს, რომლებითაც ხშირად ვკარგავთ საკუთარ თავს, ვცდილობთ მოვერგოთ სხვების მოლოდინებს და გვიჭირს რეალურ, შინაგან სამყაროსთან კონტაქტი.
ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მივუდგეთ საკუთარ ფიქრებს ისე, რომ ისინი ჩვენი ტანჯვის მიზეზად კი არ იქცნენ, არამედ უბრალოდ დინებას მიჰყვნენ.
✨ რას მოიცავს შეხვედრა?
• საუბარი და გაზიარება | ლევან მათითაშვილი - უსაფრთხო გარემოში.
• კითხვა-პასუხი - შენთვის საინტერესო თემების სიღრმისეული განხილვა.
• თავისუფალი დრო ეზოში - დასვენებისთვის, ჰაერზე ყოფნისა და არაფორმალური ურთიერთობებისთვის.
• მინი ბგერითი თერაპია | თეა კერესელიძე - სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით, გონებისა და სხეულის სრული სიმშვიდისთვის.