5Rhythms BODY LAB class on Sundays / 5რიტმის კვირის კლასი BODY LAB

5Rhythms BODY LAB class on Sundays / 5რიტმის კვირის კლასი BODY LAB
ყოველ კვირას - მერაბ კოსტავას 70 ნომერში - Tbilisi Pilate-ეს შენობაში საღამოს 18:30 საათზე. შემოგვიერთდი 5რიტმის პრაქტიკაზე. ტატა ლებანიძესთან ერთად (აკრედიტირებული 5რიტმის მასწავლებელი 2017 წლიდან) www.tataleban.com 5 რიტმის შესახებ: 5 რიტმი მოძრაობის დინამიკური პრაქტიკაა, რომელიც ერთ იდეას - ფსიქიკის მოძრაობაში დაყენებას - ეფუძნება. მისი გაცნობით, როგორც მოძრაობის მედიტაციის, პერფორმანსული ხელოვნებისა თუ თანამედროვე პრაქტიკის გამოყენებით, შესაძლებელია: თავისუფალი ცეკვით იპოვოთ საკუთარი თავი. დაიბრუნოთ თქვენი ნამდვილი, რეალური სახე. გათავისუფლდეთ როგორც ემოციური ტკივილებისგან ისე ქვეცნობიერი ტრავმებისგან, რომლებიც ნეგატიურმა გამოცდილებამ დაგიტოვათ და სხვ. აქვე გეტყვით, რომ 5 რიტმის დამფუძნებელი გაბრიელ როთია, რომელმაც ეს პრაქტიკა მსოფლიოს 1970 წელს გააცნო და მას შემდეგ დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმისათვის რომ ამ მეთოდმა თქვენს შემთხვევაშიც იმუშაოს, არ არის საჭირო იყოთ პროფესიონალი მოცეკვავე, ან გქონდეთ ამ პრაქტიკის მსგავსი რაიმე გამოცდილება. Მთავარია გამოძრავებდეთ სურვილი შინაგანი თავისუფლებისკენ და გრძნობდეთ თქვენს სხეულსა და სუნთქვას. დასწრების წესები: გეცვათ თავისუფლად რომ იმოძრაოთ და გახსოვდეთ ფეხსაცმელი არ დაიშვება. დასწრება შეუძლია ყველა ენაზე მოსაუბრეს, ყველა რელიგიის, ფერის, სქესის, ზომის, ორიენტაციის მქონეს და ასევე ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ეს არის უსაფრთხო ადგილი სადაც ყველა ვართ ერთნი.ასაკი 16+ 👗👘🥻🔮📿🪬 როდესაც საცეკვაო სივრცეში შევდივართ, ჩვენ ვქმნით წმინდა გარემოს—სივრცეს, სადაც მოძრაობა ლოცვად იქცევა, მუსიკა წამლად, და ჩვენი კოლექტიური ენერგია ტრანსფორმაციის ელფერს ქმნის. ასე რომ, მინდა გირჩიოთ, ჩაიცვათ განზრახვით. თქვენი სამოსი რომ ასახავდეს ჩვენი შეკრების ცერემონიულ ხასიათს. შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც გაძლევთ კომფორტისა და ამაღლებულობის განცდას, ისეთი, რომელიც პატივს სცემს იმ მოგზაურობას, რომელშიც ერთად შევდივართ თითოეულ პრაქტიკაზე, აქ ხომ მთელი არსით სალოცავად მოვდივართ. აირჩიეთ ის, რაც თქვენს არსებასა და ცეკვის სულს ეხმიანება. შეიმოსეთ ისე რომ გაანათოთ თქვენი სული. და ასე შევხვდებით საცეკვაო სივრცეში.💫 ფეხსაცმელი, სუნამო, ეთერზეთები არ დაიშვება. კლასის დაწყებიდან საუბარი იკრძალება პრაქტიკის მიმდინარეობის დროს. ტელეფონები, ფოტოები არ არის დაშვებული. ეს არის სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პრაქტიკა. და თუ ზემო მოყვანილ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ მოგიწევთ კლასის დატოვება. ******************** ერთჯერადი დასწრება - 55 ₾ სლაიდინგ სკეილი (ფინანსური მხარდაჭერა ხელმისაწვდომია) - 20–55 ₾ თვიური აბონიმენტი - 180 ₾ (მოხმარების ვადა, შეძენიდან 2 თვე) რეგისტრაცია იხურება 24 საათით ადრე - შაბათს საღამოს 18:30 საათზე. Registration closes at 6:30pm on saturday. https://forms.gle/1VmPJFxakxG8TLPU7 წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.