ზაფხულის მზებუდობა

ზაფხულის მზებუდობა
გიწვევთ ჯგუფი SUL&Dato kandelaki-ის მედიტაციური მუსიკის საღამო 🗓️ 21 ივნისს, 20:00 საათზე, სივრცეში "SKENE". საღამოს გახსნის დავით კანდელაკი მედიტაციური პრაქტებით და გაგრძელდება SUL-ის მუსიკით, სადაც შევეხებით ღრმა, ნატიფ და სულიერ განწყობებს, ვრცელი მედიტაციური იმპროვიზაციებით, რათა ერთად წავიდეთ ღრმა ბგერით მოგზაურობაში და ამ ერთობლივი ენერგიით ავივსოთ შინაგანი სიმშვიდითა და სიხარულით. SUL-ის მუსიკა მედიტაციური, ბგერით-თერაპიული და ეკლექტიკურია - ის აერთიანებს მრავალ მსოფლიო ეთნო მუსიკალურ ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა კულტურების ვოკალურ ტექნიკებს ,ქართული სამკურნალო ტექსტებითა და საავტორო ვოკალური ტექნიკით . ეს ქმნის რეალობას, სადაც ენა ხდება თვითონ მუსიკა, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ნაცნობი და ახლოა.