სამშაბათი/ხუთშაბათი 10:00 - 11:00
სხეული, გონება და სილაღე - დილის პრაქტიკა მათთვის, ვისაც სურს, დღე დაიწყოს უფრო ცოცხლად, მსუბუქად, მკაფიოდ და საკუთარი სხეულის გაცნობიერებით.
პრაქტიკის დროს გამოვიყენებთ მარტივ მოძრაობებს, იოგას ელემენტებს, სუნთქვას, ხმას, ყურადღებას, წარმოსახვასა და რეფლექსიურ სავარჯიშოებს. კლასები ზოგჯერ მშვიდი და დამამიწებელი იქნება, ზოგჯერ კი აქტიური, მხიარული და ენერგიული. ჩვენი მიზანია, შევამჩნიოთ, რა არის ჩვენში ცოცხალი, მფეთქავი, გავთავლისუფლდეთ ზედმეტი დაძაბულობისგან და დავუბრუნდეთ ბუნებრივ მდგომარეობას - მთლიანობას, სიმყარეს, სიმსუბუქეს, სილაღეს და გავააქტიუროთ შინაგანი მუხტი